Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მათ შეუძლიათ, უსინდისოდ იმღერონ, იცეკვონ პუტინის რუსეთში, დაბრუნდნენ იქიდან და შენ, ვისაც მრავალი ათეული წელია, მოსკოვში ფეხიც კი არ დაგიდგამს, გეძახონ პრორუსი

მარშალ პრესი 23/04/2024
tea tsulukiani - culukiani

მათ შეუძლიათ, უსინდისოდ იმღერონ, იცეკვონ პუტინის რუსეთში, დაბრუნდნენ იქიდან და შენ, ვისაც მრავალი ათეული წელია, მოსკოვში ფეხიც კი არ დაგიდგამს, გეძახონ პრორუსი, რადგან ქართულ საქმეს აკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელოვანთა ნაწილზე საუბრისას განაცხადა.

„რეალურად, მათთვის ყველაფერი ქართული არის მიუღებელი, აუცილებლად უნდა იდგე ცალ ფეხზე და ასკინკილით უჯერებდე ვიღაცის თავსმოხვეულ აზრებს. ასე ვერ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, ამ ხელისუფლების პირობებში. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. დარწმუნებული ვარ, საქართველო გაიმარჯვებს და არა – რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ან დაჯგუფება. რა თქმა უნდა, ეს მტკივნეული პროცესია, რთულია, მაგრამ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი და ჩვენც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, რათა სხვადასხვა პოზიციაზე მდგარმა ადამიანებმა მშვიდობიანად გამოვხატოთ აზრი“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან – შალვა პაპუაშვილი
Next: პრემიერმა დაბადების დღე მიულოცა მოქმედ საჯარო მოხელეს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.