Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

გერმანიაში ტორნადოს შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

მარშალ პრესი 21/05/2022
ტორნადო

გერმანიაში ტორნადოს შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტორნადო გერმანიის დასავლეთ ნაწილში, რაინ-ვესტფალიის ჩრდილოეთ რაიონში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ათის მდგომარეობა მძიმეა.

ტორნადომ ასამდე შენობას სახურავები გადახადა და დიდი რაოდენობით ავტომობილები დააზიანა.

გარდა ამისა, ტორნადომ მოგლიჯა ხეები და ჩახერგა ქალაქ ლიპშტადტის ერთ-ერთ აუზის გამოსასვლელი, რის გამოც, ასამდე ადამიანი ვერ ახერხებდა გარეთ გამოსვლას.

გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტორნადოს სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შიდა ქართლს ეწვევა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.