Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაგვიმახსოვრეთ! თითოეული ჩვენგანი! სახეზე! 83 დეპუტატი! – დავით კაჭარავა მოწინააღმდეგეებს პასუხობს

მარშალ პრესი 22/04/2024
david kacharava

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი დავით კაჭარავა რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების ნაწილისგან პროვოკაციულ ფეისბუქ პოსტებს, რომლებშიც ის 83 დეპუტატია მონიშნული, რომელთაც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით კაჭარავა წერს, საქართველოს მოსახლეობამ ეს 83 დეპუტატი ნამდვილად უნდა დაიმახსოვროს, რადგან მათ საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი.

„თხოვნაა ყველამ გააზიაროთ!

მტერმა თუ მოყვარემ !

რამდენჯერმე მომნიშნეს ფეისბუქ პოსტზე, სადაც ჩემი და ჩემი კოლეგების ფოტოებია და წერენ, დაიმახსოვრეთ ეს 83 მოღალატეო და ა.შ.

მინდა გითხრათ: ამ კანონის განხილვა სხვა განზომილებაში გადავიდა. აქ არ დგას საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის. აქ საკითხი ჩვენს დამოუკიდებლობას ეხება! აქ წყდება საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ეყოლება თუ – კაბინეტში დამტკიცებული! რაც, ავტომატურად, პასუხისმგებლობის ხარისხს განსაზღვრავს!

დაგვიმახსოვრეთ! თითოეული ჩვენგანი! სახეზე! 83 დეპუტატი! ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობას – მშვიდობას, სუვერენიტეტს, ისტორიას, ფასეულობებს, რელიგიას, ადამიანის უფლებებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და უბრალოდ, სამშობლოს გარე მართვისგან გათავისუფლებას მისცა ხმა!

რაც უფრო მეტია დამოუკიდებლობა, მით უფრო მეტია პასუხისმგებლობა!“, – წერს დავით კაჭარავა.

Continue Reading

Previous: ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი და რომ ჩვენც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება – თეა წულუკიანი 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზე
Next: დღეს ამ მუხტს, რომელსაც უკვე ანეკდოტური ხასიათი მიეცა არა პოლიტიკოსები, არამედ თბილისი პრაიდი მართავს და მათ სათავეში ზურაბიშვილის გამოჩენას აზრი არ აქვს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025