Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთ პირობებში როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა

მარშალ პრესი 22/04/2024
irakli kobaxidze

ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთი რაღაცეები ხდებოდა, ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა, ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, გაყიდეს „ნორჩი დინამოელის“ უნიკალური ბაზა, რომელმაც თაობები აღზარდა.

„ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლია, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა, თამაშებზე, საკუთარი ხარჯით. ზოგჯერ პირდებოდნენ, პოსტ ფაქტუმ, ამ ხარჯების ანაზღაურებას და იყო შემთხვევები, როდესაც პოსტ ფაქტუმაც არ უნაზღაურებდნენ ხარჯებს.

ანუ, ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთი რაღაცეები ხდებოდა, ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა, ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები. ასევე შეგახსენებთ, რომ დაანგრიეს ბათუმის სტადიონი. ქალაქი, რომელსაც აქვს ასეთი სპორტული, საფეხბურთო ტრადიციები, წლების განმავლობაში დატოვეს საერთოდ სტადიონის გარეშე და რომ არა ჩვენს დროს დაინიცირებული და განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტი, ბათუმს დღესაც არ ექნებოდა სტადიონი.

ეს იყო მათი დამოკიდებულება სპორტის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა. კიდევ ერთი სრულიად აღმაშფოთებელი მოვლენა – მაშინ ადგნენ და გაყიდეს „ნორჩი დინამოელის“ უნიკალური ბაზა დიდუბეში, რომელიც იყო არა მარტო ბაზა, ეს იყო უნიკალური კომპლექსი თავისი უნიკალური ისტორიით, სადაც გაიზარდა დინამოელების ყველა თაობა და ეს ტერიტორია უბრალოდ აიღეს და გაყიდეს. თან მოატყუეს ერთ-ერთი უცხოელი ინვესტორი, სამშენებლოდ გაყიდეს და არ უთხრეს, რომ ქვემოთ გადიოდა მეტრო. შესაბამისად, თან დაანგრიეს უნიკალური ბაზა და თან უცხოელ ინვესტორს ისე მისცეს ტერიტორია, რომ იქ მშენებლობა არის შეუძლებელი. ეს იყო დამოკიდებულება. არ უნდა გიყვარდეს არც ქვეყანა, არც ქალაქი, არაფერი უნდა გიყვარდეს რომ ასეთი რამ გააკეთო. როგორ შეიძლება „ნორჩი დინამოელის“ უნიკალური ბაზა, რომელიც 1949 წელს აშენდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ თაობები გაზარდა, აიღეს და გაასხვისეს, კორუფცია და ათასი მიზეზი, აღარ მინდა ჩამოვთვალო. ჩვენი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არის რადიკალურად განსხვავებული, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სპორტზე და განვაგრძოთ ზრუნვა სპორტზე, ფეხბურთზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი აშენდება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში
Next: რაგბის კლუბი – „არმია“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025