Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რადიკალურმა ოპოზიციამ და NGO-ებმა წინმსწრებად დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით

მარშალ პრესი 22/04/2024
zaal anjaparidze

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, “ქართული ოცნების” 29 აპრილს გასამართ საერთო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანჯაფარიძის განცხადებით, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს, “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეების მისამართით ღია შეურაცხყოფა არ გამოუთქვამთ. ამის საპირისპიროდ, ექსპერტის თქმით, რადიკალებმა, მმართველი გუნდის აქციის დაანონსებისთანავე დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით.

“მიაქციეთ ყურადღება, ხელისუფლების ოფიციალურ პირებს, ცალკეული გამონაკლისები თუ არის ისინი არ ჩაითვლება, არცერთ კომენტარში თუ ფბ-პოსტში არ მიუყენებიათ ღია შეურაცხყოფა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებისათვის.

საკმარისი იყო ხელისუფლების და მისი პოლიტიკის მხარდამჭერთა აქცია გამოცხადებულიყო, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათთან აფილირებულმა NGO-ებმა წინმსწრებად დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით. სწორედ ეს გახლავთ, ის რაც რადიკალურ ოპოზიციას და მათ შიდა თუ გარე მხარდამჭერებს, ართმევს შანსს რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ. ნდობის გარეშე კი ვერც ხელისუფლებაში მოვლენ. რა გზა რჩებათ? … ვფიქრობ თავადაც ხვდებით კარგად” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი
Next: არც ჩვენი ისტორია, არც ტრადიციები, არც ჩვენი კულტურა და არც ჩვენი სარწმუნოება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეროვნულ იდენტობაზე უარი ვთქვათ და გადამთიელებისა და მათი ყურმოჭრილი მონების შეშლილი თუ გარყვნილი სურვილებით ვიაროთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.