Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან ხვდებიან „FARA-ს“ რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები – რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს „FARA-ს“ პრაქტიკიდან

მარშალ პრესი 22/04/2024
mamuka mdinaradze2

ამერიკის შეერთებულ შტატებში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან ხვდებიან „FARA-ს“ რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები. შესაბამისად, ის ერთადერთი არგუმენტი, რაც მე თქვენგან მოვისმინე, არის აბსოლუტურად ცრუ ნარატივი რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ანუ „FARA-ს“ პრაქტიკიდან, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, „გამჭვირვალობის შესახებ“ ქართულ კანონში არცერთი აკრძალვა არ არის.

„პირველ ხანებში ჰქონდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მთელი რიგი აკრძალვები, მათ შორის, აშშ-ში აკრძალვებია, ფრანგულ კანონმდებლობაშიც აკრძალვებია, არცერთი აკრძალვა ქართულ კანონში არ არის და თქვენ იტყუებით ყველა ჯერზე, როდესაც ამას ლაპარაკობთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
Next: გამოვიდნენ, იყვირონ “კი რუსულ კანონს”- აი რას შეცვლის ეს? – ანიუნა ახალაია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.