Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რა თქმა უნდა, განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს აკრძალული

მარშალ პრესი 22/04/2024
anri okhanashvili

„ჩვენი ამოცანაა, ჩვენს საზოგადოებას მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივ რეგულირებასთან გვაქვს საქმე“-ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში დაიწყო, სადაც ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ბოიკოტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მათ ღირებულებებზე მეტყველებს.

მისივე თქმით, განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს აკრძალული.

„მოგეხსენებათ,დღეს ვიწყებთ საყოველთაო სახალხო განხილვებს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ. იცით, რომ საკითხი უკავშირდება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხს. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს საზოგადოებას მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივ რეგულირებასთან გვაქვს საქმე. ვიწყებთ დასავლეთ საქართველოთი, ვიწყებთ ქუთაისით და შესაბამისად, მთელი კვირის განმავლობაში მოვივლით ყველა შესაბამის ქალაქს და ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით მაქსიმალურ ინფორმაციას. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის მთელმა რიგმა წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამ განხილვას. ეს მიანიშნებს მათ ღირებულებებზე, იმაზე, რომ მათ საზოგადოებისთვის სათქმელი ბევრი არ აქვთ, თუმცა ჩვენ ჩვენს ხალხთან ერთად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ეს საკითხები იყოს მაქსიმალურად გაშლილი, რომ ლგბტ პროპაგანდა არის მიუღებელი. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ვინმეს უფლებაში უხეშად ჩარევას და ვინმეს უფლების შეზღუდვას. განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს აკრძალული“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: ვიღაცეებს უნდათ, უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ, ამას არ დავუშვებთ – მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა
Next: წინა ხელისუფლებაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვის დაკრულზე არ ცეკვავდნენ, ამ ხელისუფლებისთვის ცალ ფეხზე ხტუნვა კი საერთოდ მიუღებელია- ეს არის რაც ასე აშფოთებთ და ამწარებთ ოპოზიციაში და არასამთავრობო სექტორში გადაბარგებულ უცხოეთის ყურმოჭრილ მონებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.