Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფაქტია, დასამალი ბევრი აქვთ და არ სურთ ამ ყველაფრის გასაჯაროება – ანრი ოხანაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგებზე

მარშალ პრესი 22/04/2024
anri oxanashvili

“ჩვენი მიზანია, ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, თუ რა თანხა შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ვისგან შემოდის, რა მიზანს ემსახურება და როგორ იხარჯება. ეს არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ლეგიტიმური ინტერესი “– განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასამალი ბევრი აქვთ და არ სურთ ამ თანხების გასაჯაროება.

„პრაქტიკულად ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა არის დადებითი ამ საკითხის მიმართ, რომ მათ აქვთ ინტერესი იცოდნენ, ვინ რაში ხარჯავს ფულს.

რაც შეეხება დამოკიდებულებას არასამთავრობო სექტორის მხრიდან- თუ ისინი ამბობენ, რომ ისედაც გამჭვირვალე არიან და ინფორმაციის განთავსების პრობლემა არ აქვთ, მაშინ რატომ არის მათი მხრიდან ატეხილი ასეთი აჟიოტაჟი. ფაქტია, რომ მათ დასამალი ბევრი აქვთ.

ეს შეიძლება არ ეხებოდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მაგრამ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებიც შეიძლება არამიზნობრივად ხარჯავდნენ ფულს, ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეკლესიის წინააღმდეგ, მთელი რიგი იმ ღირებულების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის პრიორიტეტული, როგორც ჩანს გამოჩნდება ეს თანხები და მათ არ სურთ ამ ყველაფრის გასაჯაროება“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: არავის წინააღმეგი არ ვართ, არავის უფლებებს არ ვარღვევთ. ჩვენ მხოლოდ ვიცავთ ჩვენს უფლებას, ვიყოთ ისეთები, როგორებიც საუკუნეების განმავლობაში ვიყავით
Next: ვიღაცეებს უნდათ, უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ, ამას არ დავუშვებთ – მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.