Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორ ბედავთ თქვენ, რომ „იმედის“ ეთერებში ვარდებით?! – სოფო ნიკოლაიშვილი

მარშალ პრესი 22/04/2024
sopo nikolaishvili

როგორ ბედავთ თქვენ, რომ „იმედის“ ეთერებში ვარდებით?! ჩვენ თქვენ არ გივარდებით. ჩვენ ამას არ ვკადრულობთ. თქვენ არ ხართ ევროპელები, თქვენ ხართ ბოლშევიკები! ევროპელობა არ არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“, განაცხადა.

მან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საპროტესტო აქციების გაშუქებისას „ქრონიკის“ ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და პირდაპირი ეთერის ჩაშლის ფაქტების გამო პროტესტი გამოთქვა.

„კოლექტიური ეკა კვესიტაძეები რომ ბედავენ და გვეჭრებიან ეთერებში, ვიღაც ბურატინო ჟურნალისტები, მართლაც კომიკური პერსონაჟები, არაპროფესიონალები – კატასტროფაა!

ეკა კვესიტაძე ვინ არის? – შოთა უტიაშვილის მეუღლე, ამ რეჟიმის ავტორი და მართლაც „გამპრავებელი“ მთელი ამ წლების განმავლობაში. როგორ ბედავს ეს ქალბატონი ჩვენ რაღაცაზე გვაბულინგოს, რომელიც სადისტების თანამოაზრეა მთელი თვისი ცხოვრების განმავლობაში, რომლის დროსაც კლავდნენ (26 მაისს) ადამიანებს, შემდეგ ჯიხურების სახურავებზე აგდებდნენ მათ ცხედრებს, თითქოს თვით გარდაცვალებით დაიღუპნენ!

როგორ ბედავთ თქვენ, რომ იმედის ეთერებში ვარდებით?! ჩვენ თქვენ არ გივარდებით. ჩვენ ამას არ ვკადრულობთ. თქვენ არ ხართ ევროპელები, თქვენ ხართ ბოლშევიკები! ევროპელობა არ არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ევროპელობა სულ სხვა რამ არის. კარგად ჩაიხედეთ. იცით, მაგრამ არ ხართ შინაგანად და ვერასდროს იქცევით ევროპელებად“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

Post navigation

Previous: საკმარისია ერთი ტყვია გავარდეს საქართველოში, რომ მერე უკან ვეღარ შემოვაბრუნებთ პროცესებს – სოზარ სუბარი
Next: ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.