Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რა გაგიკეთებია, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი

მარშალ პრესი 22/04/2024
meupe iakobi

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავარმა გამჭვირვალობის კანონზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საპროტესტო აქციებზე. მეუფე იაკობისთვის მიუღებელია ილია ჭავჭავაძის სიტყვების დამახინჯება. ბოდბელი ეპისკოპოსი მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„არა რუსეთსო რომ იძახი, კანონი თუ რუსეთია ამ რუსების გვერდით რა გინდა? „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის სატელიტებზე ვლაპარაკობ. აბა გადადეთ, რა გააკეთეს ქართული. საპროტესტო მუხტი რომ არ გაჩერდეს, სანამ შემდეგი რამე იქნება, მე ერთს ვიტყვი, რომ მშვიდობა და სიწყნარე მინდა ქვეყანაში. სიმშვიდე და სიწყნარე იმის ფასად, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ქართველებს საუკეთესო გვქონდეს. ბევრს ეს არ უნდა და ხდება რა, მიდიან, მოგზაურობენ, ჩადიან გმირთა მოედანზე და ფიცს დებენ, რომ იბრძოლებენ საქართველოსთვის. ნახეთ რა ლოზუნგი შემოაქვთ „ენა, მამული და ერთობა“-ო, ფიცს დებენ. ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რა გაგიკეთებია, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი“, – აღნიშნა მეუფემ.

Post navigation

Previous: სუსის განცხადებით, „ტელეგრამში“ ტერორიზმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება
Next: საკმარისია ერთი ტყვია გავარდეს საქართველოში, რომ მერე უკან ვეღარ შემოვაბრუნებთ პროცესებს – სოზარ სუბარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.