Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. გათვლა არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიღებას მოჰყვეს არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა

მარშალ პრესი 20/05/2022
ირაკლი კობახიძე

,,რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. აქ არის ძალიან მარტივი გათვლა, გათვლა არის ის, რომ ამ ყველაფერს, კანდიდატის სტატუსის არ მიღებას, მოჰყვეს არეულობა. ამ არეულობაში მათ ნახონ საკუთარი წარმატების შანსები და საბოლოოდ, აისრულონ ის ოცნება, რაც აქვთ,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედთან’’ საუბრის დროს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის სურვილია საქართველოს ომში ჩართა, თუმცა ამ გათვლას აღსრულება არ უწერია.

,,ეს არის ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა. ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, რომელიც აქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს. თუმცა, ამ გათვლებს, რეალურად არ უწერია აღსრულება. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, ჩვენი მხრიდან, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყანა იყოს წარმატებული.’’ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გერმანიის კანცლერი ჯერ არ ჩამოსულა კიევში – ან ძალიან დაკავებულია, ან თავისი პოლიტიკის რცხვენია, ან ჯერ მოსკოვში წასვლა უნდა
Next: დავით ქართველიშვილი: არიან ქვეყნის მოღალატეები, რომლებიც დადიან კარდაკარ და იხვეწებიან, რომ საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.