Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზუსტად ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ გამჭვირვალობის კანონი და უნდა დავინახოთ, რომ ჩვენთვის ამ მომენტში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ინფორმაცია – ლუკა ეხვაია

მარშალ პრესი 22/04/2024
luka-exvaia1

ამ სრულ ისტერიკაში და ბაკქანალიაში რა თქმა უნდა დაიკარგა საღი აზრი და შინაარსობრივი მსჯელობა ამ თემებზე და მხედველობიდან გვრჩება გამჭვირვალობის კანონის ძალიან მნიშვნელოვანი განზომილებები, როგორებიც არის გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების განზომილებები, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლუკა ეხვაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან აქცენტი მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე გაამახვილა.

„ვხედავთ, რომ უკრაინაში გამოფიტვაზე ორიენტირებული ომი გრძელდება. გუშინ დამტკიცდა დახმარების ახალი პაკეტი. ამის შემდეგ ვხვდებით, რომ ეს ომი გახანგრძლივდება, მინიმუმ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, სანამ არჩევნები გადაივლის. პარალელურად ვხედავთ, რომ ამ ომის ფონზე გლობალური ეკონომიკა მთლიანად იცვლება. მიმდინარეობს შემოვლითი გზებით ვაჭრობა, მათ შორის რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ასევე, საკმაოდ დაძაბული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. თუ აქამდე იყო მხოლოდ პალესტინაში წარმოებული ისრაელის სამხედრო კამპანია, ახლა ვხედავთ უკვე როგორ მიდის პროქსი ომი ისრაელსა და ირანს შორის. დავამატოთ ისიც, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ჯერაც არ არის დამთავრებული.

და ვხედავთ უპრეცედენტო რამეს, რომ ჩვენს რეგიონში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ ახალი გლობალური აქტორები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი. ეს საერთოდ ყველაფერს ცვლის და ართულებს უსაფრთხოების პოლიტიკას. ზუსტად ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ გამჭვირვალობის კანონი და უნდა დავინახოთ, რომ ჩვენთვის ამ მომენტში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმაზე, თუ საიდან შემოდის ფინანსები, რისთვის შემოდის და როგორ იხარჯება, “, – განაცხადა ლუკა ეხვაიამ.

Post navigation

Previous: ხალხის დარდით შეწუხებულმა დავით კირკიტაძემ ახალი სახლი აიშენა (ვიდეო)
Next: სუსის განცხადებით, „ტელეგრამში“ ტერორიზმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.