Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააკაშვილმა ჯერ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სხვა შემთხვევაში, მისი ყველა განცხადება მიიღება სამწუხაროდ არასერიოზულად

მარშალ პრესი 21/04/2024
maia nikoleishvili

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პატიმარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს შექმნას პარტიის ბორდი და თავმჯდომარედ მისი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ სოფო ჯაფარიძის კანდიდატურა განხილონ.

„სააკაშვილმა გააკეთა განცხადება რომ თურმე ბორდის თავმჯდომარე უნდა რომ იყოს. როგორც სასამართლოს სამედიცინო ექსპერტი ვაცხადებ, სააკაშვილმა ჯერ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, იგივე კომისიის, რომ ის არის ჯანმრთელი ფსიქიკურად, რომ მას არ აქვს დემენცია, არ აქვს 40, თუ 50 დაავადება, რომ სწორად აზროვნებს, ფიზიკურად შეუძლია ამ ყველაფრის მართვა [ბორდის თავმჯდომარეობა] და ამის შემდეგ გააკეთოს ასეთი განცხადებები. სხვა შემთხვევაში, მისი ყველა განცხადება მიიღება სამწუხაროდ არასერიოზულად.

თუ მას სერიოზულად უნდა რომ მივიღოთ, მაშინ ჯანმრთელობის შესახებ ცნობა უნდა წარადგინოს. აქ მთავარი მაინც დემენციაა, რომლის დიაგნოზსაც ძალიან ბევრი ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტი აწერდა ხელს“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

Post navigation

Previous: როგორც კი ოპოზიციამ თქვა, რომ დროებით იშლებოდნენ, მაშინვე გამოჩნდა შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კელი დეგნანი
Next: ისტერიული აქცია “არა რუსულ კანონს“ რომ საბოლოოდ სქესობრივი ურთიერთობის თავისებურებების პროპაგანდასა და ილია ჭავჭავაძის თუ სხვათა რევიზიაში გადაიზრდებოდა ამ ჭრელი შემადგენლობის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელი იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.