Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის უკიდურესად და საშინლად გამოხატული ლგბტ პროპაგანდა – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 21/04/2024
levan nikoleishvili

ზოგი ამბობს ავადმყოფობააო, ზოგიც ამბობს დემოკრატიის და გამოხატვის თავისუფლება ეს არისო. მე კი ვამბობ, რომ ეს არის უკიდურესად და საშინლად გამოხატული ლგბტ პროპაგანდა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეების საპროტესტო ტრანსპარანტების შინაარსს სოციალურ ქსელში.

ექსპერტის განცხადებით, როგორც ჩანს, საპროტესტო აქციების მხარდამჭერები, რომლის ლოზუნგია “არა რუსულ კანონს”, ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერებიც არიან და გადაწყვიტეს, აქციაზე “მძიმე არტილერიის” გამოყვანა.

“ზოგი ამბობს ავადმყოფობააო, ზოგიც ამბობს დემოკრატიის და გამოხატვის თავისუფლება ეს არისო. მე კი ვამბობ, რომ ეს არის ლგბტ-ს უკიდურესად და საშინლად გამოხატული პროპაგანდა, სადაც ფული ადვილად იშოვება. პროპაგანდა, რომელსაც თურმე მხარში უდგანან “არა რუსულ კანონს” მხარდამჭერები, რომლებმაც ამჯერად როგორც ჩანს, აქციაზე თავიანთი “მძიმე არტილერიის ” ჩართვა გადაწყვიტეს. ამას გინდა ევროპული დაარქვით, გინდაც რუსული და გინდაც ამერიკული, ასეთი რამ ჩვენთვის დეგრადირებული და კატასტროფულია! ამ ყველაფრის დაშვება კი პრინციპულად მიუღებელია!” – წერს ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: ბევრი იარეს თუ ცოტა, აქცია კანონიერ მფლობელებს ჩაბარდა, ლგბტ-საზოგადოება გახდა აქციის ორგანული ნაწილიც და სულის ჩამდგმელიც
Next: ეს უკვე ღიად ლგბტ აქციაა! – ნინო ფოჩხუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.