Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთი-ორმა მარგინალმა სცადა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება

მარშალ პრესი 21/04/2024
gia abashidze

“დღესაც, ერთი-ორმა მარგინალმა სცადა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა თსუ-ში და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება.”– წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, რამდენჯერაც ეცდებიან პროვოკაციის მოწყობას “ნაციდეოლოგიით” მოწამლული ცალკეული სტუდენტები, იმდენჯერ გაეცემათ საკადრისი პასუხი.

“რამდენჯერაც ეცდებიან პროვოკაციის მოწყობას “ნაციდეოლოგიით” მოწამლული ცალკეული სტუდენტები, იმდენჯერ გაეცემათ საკადრისი პასუხი. დღესაც, ერთი-ორმა მარგინალმა სცადა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა თსუ-ში და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება.

თუ დასაცავი უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ აქვს ადგილი უკანონო აქტივობას, იქ დაცვის რეაქცია იქნება კანონიერად ხისტი. თუმცა, როგორც ჩანს, აქაურ შარახვეტია აქტივისტებს ჯერ არ გაუგიათ ელექტროშოკის “გემო”, რომელიც ხშირად გამოიყენება დასავლეთის სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების მხრიდან. და თუ ლექტორ ირაკლი კობახიძის დასაცავად ხმას ამოიღებენ მისი სტუდენტები, ეს არაა პარტიული აქტივისტობა, ესაა დაგეგემილი ლექციის ჩატარების უზრუნველყოფა და ჭკუათხელი “ნაცპარაზიტების” განდევნა.”- წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: მიზეზი, რის გამოც თავს იკლავს არასამთავრობო სექტორი და ე.წ. კრიტიკული მედია, მათი დამალული ხარჯებია
Next: ილიას სიტყვების შეცვლა არ გაუბედავთ თვით კომუნისტებსაც კი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.