Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკამ გასაგებად გვითხრა – თქვენ ეს კანონი არ გჭირდებათ, იმიტომ, რომ ჩემგან გამოგზავნილ ფულს მე თქვენ არ გაკონტროლებინებთო

მარშალ პრესი 20/04/2024
tamar chiburdanidze

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ეხმიანება და „საუკუნის კურიოზს“ უწოდებს იმ შეფასებებს, რასაც ადგილი აქვს უცხოელი პარტნიორების მხრიდან.

როგორც ჟურნალისტებს ჩიბურდანიძემ განუცხადა, უცხოელების მხრიდან გამაოგნებელი კომენტარები კეთდება როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპელი ლიდერების მხრიდან და კომენტარების შინაარსი ერთგვაროვანია – საქართველოს ეს კანონი არ ჭირდება, თუმცა მიზეზები და არგუმენტები, თუ რატომ არ ჭირდება, მათი მხრიდან არ სახელდება.

„მართლაც საუკუნის კურიოზია ის, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება საქართველოში, როცა ისმის გამაოგნებელი კომენტარები უცხოელების მხრიდან. ამერიკამ გასაგებად გვითხრა – თქვენ ეს კანონი არ გჭირდებათ, იმიტომ, რომ ჩემგან გამოგზავნილ ფულს მე თქვენ არ გაკონტროლებინებთო, მე ფული შემომაქვს საქართველოში, იმიტომ რომ ჩემს პოლიტიკას მოვახმარო. რაც შეეხება ევროპელებს, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან ის პრო-ამერიკელი ევროპელი ლიდერები, რომლებსაც შიგნით, თავიანთ ქვეყნებში და ხალხთან აქვთ პრობლემები. ვხედავთ, რომ ყველაზე მეტად დასუსტდა და უუფლებო გახდა, განსაკუთრებით უკრაინაში ომის შემდეგ, სწორედ ევროპა.

პოლიტიკა კი, ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში დუღს და ყველამ საკუთარ თავზე განიცადა ის დიდი უბედურება, რასაც ჰქვია რუსეთთან დაპირისპირება, რადგან რუსეთი, ფაქტობრივად, მათი ბეღელი იყო. გამომდინარე აქედან, ეს ლიდერები გვეუბნებიან, რომ კანონი არ უნდა მივიღოთ, მაგრამ, რატომ არ უნდა მივიღოთ, ამას არ გვიხსნიან. ევროპელები გვეუბნებიან, რომ ჩვენი კანონი სხვაა და თქვენი სხვაო. რაღაცაში დავეთანხმები, იმიტომ, რომ მათი კანონი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენი. ჩვენი კანონი არის ძალიან მსუბუქი, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება. მათი კანონი კი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მოიცავს. ძალიან მაინტერესებს რას იტყვიან პარტნიორები ევროპარლამენტში დარეგისტრირებულ, ევროკომისიის მიერ მოწონებულ და სულ მალე განსახილველად და მოსმენებისთვის გამზადებულ პროექტზე,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
Next: ამიტომ მინდა მივიღო ეს კანონი – ამერიკა რომ ერთი წელიწადია 6 მილიარდს მაყვედრის, მინდა მადლობა გადავუხადო, ოღონდ მინდა გავიგო, რაში დახარჯა ეს ფული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.