Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია, მაგასაც დამტკიცება უნდა – რატი ბრეგაძე

მარშალ პრესი 20/04/2024
rati bregadze

ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

მისივე თქმით, დასაბუთებული აზრის პატივისცემა ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედია.

„სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია, მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა, საშემოდგომო ჰყვებოდა.

ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია.

დასაბუთებული აზრის პატივისცემა არის ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედი. არგუმენტების ჭიდილი შობს სიმართლეს და არა იმის უპირობო განცდა, რომ ჭეშმარიტების მონოპოლია შენ გეკუთვნის“, – წერს ბრეგაძე.

Post navigation

Previous: ვერც კელი დეგნანი, ვერც მეთიუ მილერი და ვერც მოქმედი ელჩი ვერ მოგვევლინებიან ცეკას მეორე მდივნებად, რომლებიც წყვეტდნენ ქვეყნის პოლიტიკას
Next: “გააJვი”- თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.