Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები – ანრი ოხანაშვილი ნაც.მოძრაობას

მარშალ პრესი 19/04/2024
anri oxanashvili

„საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება. არ იცვლება მათთან ალიანსში მყოფი ვითომ არამოძალადეების ზნე და რეჟიმი“-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაცია მიმდინარეობს, ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

„დღეს ჩვენ გვაქვს მორიგი გამოვლინება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების, უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან, როდესაც მიუხედავად დაძაბული, რთული დღეებისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოითხოვა არა გადადება ინტერპელაციის, არამედ კანონის სრული დაცვით, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე მობრძანდა დღეს პარლამენტში, რომ კონკრეტულ დასმულ შეკითხვებზე პასუხი გაეცა. მაგრამ ამ ხალხს, ოპოზიციის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრი დაბარებული ჰყავდათ არა პასუხების მოსასმენად, არამედ მათ ეს ყველაფერი გამოიყენეს იმისთვის, რომ ესაუბრათ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამიტომ ჩვენს საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება. არ იცვლება მათთან ალიანსში მყოფი ვითომ არამოძალადეების ზნე და რეჟიმი. თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები, ფსიქოლოგიურად ძალადობთ ჩვენს საზოგადოებაზე. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამას ფიზიკურად აკეთებდით, როდესაც ატერორებდით ჩვენს ხალხს და ახლა ოპოზიციიდან აგრძელებთ ფსიქოლოგიურ ტერორს ჩვენი საზოგადოებისა“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: არის ეჭვი, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, ან ეს არის გარკვეული ინტერესი – მაკა ბოჭორიშვილი გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებზე
Next: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.