Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წარმოუდგენელია ევროპულ სახელმწიფოებში, ან ამერიკაში, ვინმემ მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენოს ჟურნალისტს. ე.ი. რა გამოდის? რა დონის ხალხად მიიჩნევენ ქართველებს?

მარშალ პრესი 19/04/2024
tamar chiburdanidze

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტებს, რომელთა მიმართაც თბილისში გამართული დემონსტრაციებისას აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ბულინგს, შეურაცხყოფას, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას. როგორც ჟურნალისტებს თამარ ჩიბურდანიძემ განუცხადა, შეურაცხყოფა არ არის დემოკრატია და ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, როცა ასეთ მიდგომას ჟურნალისტების მიმართ არ გმობენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც მედიისთვის საქმიანობის ხელის შეშლა წარმოუდგენელია, გამოდის, რომ საქართველოს სათანადოდ არ აღიქვამენ.

„ეს არის ცრუ დემოკრატია, ეს არის სიყალბე დემოკრატიაში, რომელიც შემოიტანეს საქართველოში და ამას ქართველ ხალხს ეუბნებიან. ჩვენ კი ვეუბნებით, რომ ეს არაა დემოკრატია. თუკი დემოკრატია არის იგივე ელჩების, დასავლელი ლიდერების განცხადებები ჩვენს კანონზე, აბა ერთმა მაინც თუ გამოთქვა აზრი ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლაზე? აბა თავიანთ ქვეყნებში – ევროპულ სახელმწიფოებში, ან ამერიკაში, ვინმემ მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენოს ჟურნალისტს. ე.ი. რა გამოდის? რა დონის ხალხად მიიჩნევენ ქართველებს?

ჩემი მხარდაჭერა ჟურნალისტებს – ყველას, ვისაც მიაყენებენ შეურაცხყოფას, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტელევიზიის ჟურნალისტი იქნება, მისი პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა არ შეიძლება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: „ნაციონალურ მოძრაობას” ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ
Next: ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს – ლევან იოსელიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.