Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე კელი დეგნანის განცხადებას პასუხობს

მარშალ პრესი 19/04/2024
kakha kaladze

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა. 

კახა კალაძის თქმით, კელი დეგნანი აგრძელებს დიპლომატიურ ურთიერთობას აცდენილი განცხადებების კეთებას. 

„ყოფილი ელჩის დამოკიდებულება გვახსოვს, ასევე განცხადებები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას. ელჩისგან ამ ტიპის განცხადებები გასაოცარი იყო. ის აგრძელებს ამ განცხადებებს, რომელიც ყველაფერს არის აცდენილი. 

რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია გამჭირვალობა. ერთადერთი, რასაც მოითხოვს ეს კანონპროექტი, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება, წელიწადში ერთხელ წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რაში იხარჯება ეს ყველაფერი. ეს ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული. პირიქით, გამჭირვალობა ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ევროპასთან ინტეგრაციას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

შეგახსენებთ, ამერიკის ყოფილმა ელჩმა  კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის შემობრუნების მიზანი არჩევნებზე საერთაშორისო მისიების არდაშვებაა.

Post navigation

Previous: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა
Next: თუ 11 წელი მედია თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობაა, როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ჩამოშორდა ევროპულ ორბიტას? – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.