IMG.GE IMG.GE

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება. როგორც მინისტრი აცხადებს,  „ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანამ ევროპულ დემოკრატიად ჩამოყალიბების გზაზე გადადგა“. მინისტრი აღნიშნავს, რომ „პარლამენტში დღეს გამართული კენჭისყრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯიცაა“.

ზალკალიანი მადლობას უხდის ფასილიტატორ ელჩებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დიალოგის წარმატებული დასასრული სწორედ ელჩების აქტიური ჩართულობის დამსახურებაა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება