Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

მარშალ პრესი 19/04/2024
02

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაჩიე ჩურას შეხვდა.

ხაზი გაესვა EIB-თან, როგორც წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, წარმატებულ თანამშრომლობას. განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მაკროეკონომიკური ტენდენციების პოზიტიური დინამიკა.

მთავრობის მეთაურმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა EIB-ის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების როლს, რომლებიც მიმართულია საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს EIB-თან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. გამოითქვა იმედი, რომ EIB მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროებში საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიმართულებით.

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან EIB-მა საინვესტიციო პროექტებში 1.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

Post navigation

Previous: სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით რომელ ძალებს და რა სახის ქმედებებს ეკვეცება ფრთები
Next: პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.