Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლობისტური კამპანიის უკან მდგომი ბათუ ქუთელია, როგორც ჩანს, კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას

მარშალ პრესი 20/05/2022
ბათუ

,,ნაცმოძრაობის’’ ხელისუფლების უშიშროების ყოფილი მდივანი, ბათუ ქუთელია, რომელიც ლობისტური კამპანიის უკან იდგა და ამ კამპანიის ორგანიზებაში დოკუმენტურად მხილებულია, როგორც ჩანს, დღესაც აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობს. ქუთელია, სოციალურ ქსელში, ვიოლა ფონ კრამონთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დათო სიხარულიძესა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელ დირექტორ ნინო ევგენიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, 2020 წლის 3 თებერვალს გავრცელდა კონტრაქტი, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2019 წლის ოქტომბერში ჰქონდა გაფორმებული ლობისტურ კომპანია Orion Strategies-თან [ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ კომპანიასთან კონტრაქტებს აფორმებდნენ საქართველოს საელჩო და უშიშროების საბჭო.კონტრაქტის ხელმომწერი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან სწორედ ბათუ ქუთელია იყო. კონტრაქტის თანახმად, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პლატფორმაზე გამოქვეყნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ „ორიონს“ ლობისტურ საქმიანობაში 250 000 აშშ დოლარს უხდიდა ერთწლიანი მომსახურებისთვის. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ,,ნაციონალური მოძრაობა,, ლობისტებთან კავშირს ადასტურებდა, თუმცა, აცხადებდნენ, რომ ქუთელიას გვარი იქ შეცდომის შედეგად აღმოჩნდა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: “მათ ვინმე სერიოზულად აღიქვამს”? – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი იმ პარტიის თავმჯდომარეზე, რომელმაც ზედიზედ მე-9 არჩევნები მოიგო. აი, ამიტომ ეზიზღებით ქალბატონო ვიოლა ქართველ ერს შენც და შენნაირი თაღლითებიც
Next: – ვიოლა ფონ კრამონმა სწორად თქვა, სააკაშვილის რეჟიმს მეც გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდიო – ირაკლი ზარქუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.