Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი – დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე – გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე

მარშალ პრესი 18/04/2024
dimitri khundadze

„ხალხის ძალის“ წერილს გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წერილში საუბარია იმ საფრთხეებზე, რომლის თავიდან აცილება საქართველოს უმთავრესი ამოცანაა. დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკურის გარდა ეკონომიკურ ასპექტებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ევროპის ეკონომიკის შესამჩნევი სტაგნაციის საქართველოზე გავრცელების ალბათობაც ასევე უნდა იქნეს თავიდან აცილებული.

„სცენარის ნაწილი იყო, როდესაც შუაგულ ევროპაში რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი გაჩაღდა.

ეს ევროპისთვის არ არის პირველი შემთხვევა – სამი ომი განიცადა 2008 წლის შემდეგ. თუ ბოლოდროინდელ ეკონომიკურ სურათს ვნახავთ, თავად ევროპის ეკონომიკა განიცდის სტაგნაციას, იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ მისი ეკონომიკა დღემდე მხოლოდ 10 პროცენტითაა გაზრდილი. თუ შევადარებთ ამერიკის ეკონომიკას, რომელიც ორჯერაა გაზრდილი, რა თქმა უნდა, დავინახავთ სურათს – ამ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ სქემაში ევროპამ საკმაოდ დიდი ზიანი მიიღო.

ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ ჩვენც: ერთი – დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე – გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე,“ განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, ენჯეოს კანონი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვარ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა
Next: ამ დღეებში მოახერხეს „ენჯეოებმა“ და მათმა მფარველმა პარტიებმა, შეეკრიბათ ადამიანები იმ მოწოდებით, რომ რაც შეიძლება უფრო ნაკლები სუვერენიტეტი გვქონდეს. ეს არის პარადოქსი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.