Skip to content
18/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება

მარშალ პრესი 18/04/2024
437759552_1881221698966559_1220452522031899403_n

კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება, ვინაიდან ყველაფერი, რასაც საქართველოში რუსული ერქმევა იწვევს საზოგადო აღშფოთებას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით BBC-სთან ინტერვიუში.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტს რუსულს უწოდებენ. მისი თქმით, “ქართული ოცნების” დასავლური კურსი კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერითაც დასტურდება, ხოლო კანონპროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს, ამ კურსს ხელს ვერ შეუშლის.

“შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი ოპონენტები ამ კანონპროექტს რუსულს უწოდებენ. არ არსებობს არანაირი მსგავსება რუსულ კანონსა და ქართულ კანონპროექტს შორის.
ჩვენმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა კონსტიტუცია და ჩაწერა ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. ჩვენი კურსი გაცხადებულად დასავლურია და პროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს ვერ შეუშლის ხელს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Post navigation

Previous: ვერ ხვდებიან ეს ლუზერი არარაობა რევანშისტები, რომ „ნაცმედიისა“ და „ნაცსექტის“ ადეპტების გარდა, მათი კონგენიალური სისულელეები ფართო საზოგადოებას არ აინტერესებს
Next: ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, ენჯეოს კანონი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვარ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.