Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მერმა ახალსოფლის მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა

მარშალ პრესი 17/04/2024
437944816_809613047887949_3989849919406999620_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ახალსოფლის საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად, გაეცნო და ახალსოფელში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

საბავშვო ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, სამშენებლო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება.

სამუშაოებს აწარმოებს – შპს “მტმ”.პროექტის ღირებულება – 5 178 548 ლარი.

მერმა, თხილნარის და ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის მოწყობის სამუშაოებიც მოინახულა.
სოფელი თხილნარი (აგარა) – ცენტრალური გზიდან დუმბაძეების მიმართულებით შიდა სასოფლო გზა. პროექტის ღირებულება – 50 783 ლარი.
სოფელი ზედა ახალშენი – შამილაძეებისა და ხარაძეების დასახლებაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 30 420 ლარი.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს უმრავლესობის წევრები და მერიის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.

Post navigation

Previous: მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვივლით ევროპის გზაზე და არც კი შეეცადოთ ჩვენი სახელის გამოყენებას – ელენე ედანიშვილი
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა უსახური ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.