Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს, ერთ-ერთისგან ამოღებულია ცივი იარაღი

მარშალ პრესი 18/04/2024
shss

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 აპრილს, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს დაკავებულია 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთს ცივი იარაღი ჰქონდა.

“აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Post navigation

Previous: დღეს არასრულწლოვნების მოკვლა ჰქონდა დაგეგმილი გლობალური ომის პარტიას, ნაცებს და ამ ბილწ ენჯეოშნიკებს – დიმიტრი სამხარაძე
Next: ალეკო ჩემთანაა – ლევან იოსელიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.