Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც ოპოზიცია და არასამთავრობოები ახალისებენ მომიტინგეებს და ჰპირდებიან ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს

მარშალ პრესი 18/04/2024
eka sepashvili

„ელემენტარულად, ვინ იხდის იმ ხმის გამაძლიერებელი აპარატურის საფასურს, რასაც აქციაზე იყენებენ და რაც ძალიან ძვირი ღირს? თუ ეს უცხოური დაფინანსებით ხდება, მოსახლეობას სრული უფლება აქვს, რომ იცოდეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რა ძალები აფინანსებენ აქციებს.

„განვლილი პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ ვიხილეთ, თუ როგორ გადაუხადეს ევროპული ფონდებიდან სამართალდამცავების მიერ ადმინისტრაციული დარღვევებისთვის დაკავებულ პირებს ჯარიმები. ერთ-ერთი ოპოზიციური არხიდან თინა ხიდაშელი და სხვები აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს არწმუნებდნენ, რომ მათგან მხარდაჭერა და თანადგომა ექნებოდათ. ოღონდ, ნიშანდობლივია ის, რომ პირდაპირ ეთერში ვერ გაბედეს ეთქვათ, ჯარიმის გადახდას რომ გულისხმობდნენ, ან, დაჭერის შემთხვევაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი რომ შეიწყალებდა მათ. როდესაც ოპოზიცია და არასამთავრობოები ახალისებენ მომიტინგეებს და ჰპირდებიან ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: თუკი ჩვენი „პარტნიორი“ სახელმწიფო გააგრძელებს ასეთ ზეწოლას, ალბათ მეტი სიმართლის თქმა მოგვიწევს მომავალში. სათქმელი კი, ნამდვილად, ძალიან ბევრია
Next: წელსაც ჩვენი ერთობით უნდა დავახევინოთ უკან – თამარ ჯაყელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.