IMG.GE IMG.GE

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველ ქანდაში,ბიწმენდში, აღდგომლიაანთკარში და ვაზიანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა  მიმდინარეობს, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს, ოთხივე ობიექტის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. აღსანიშნავია რომ ამ დრომდე ზემოთ აღნიშნულ სოფლებს საბავშვო ბაღები არასდროს ჰქონიათ

საბავშვო ბაღების მშენებლობის დასრულების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება,სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

მიმდინარე მშენებლობები სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთამთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გია გიუტაშვილმა დაათვალიერეს

მიმდინარე წელს მცხეთამთიანეთის რეგიონში საერთო ჯამში 7 ახალი საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც ყველა მოთხოვნილ თანამედროვე სტანდარტებს დაააკმაყოფილებს,დაახლოებით 6 სააღმზრდელო დაწესებულებას კი რეაბილიტაცია უტარდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE