IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და პარლამენტში გაგრძელდება მუშაობა. ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძე განაცხადა.

ამასთან, კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობს, ჩვეულებრივად მუშაობენ უბნებზე და ცდილობენ თავიანთი ამომრჩევლის მოყვანას“.

„ბიულეტენებში ჩვეულებრივად არიან წარმოდგენილი ოპოზიციური კანდიდატები. შესაბამისად, ისინი, მიუხედავად თავიანთი განცხადებებისა, ჩვეულებრივად მუშაობენ უბნებზე და ცდილობენ თავიანთი ამომრჩევლის მოყვანას. რაც შეეხება პოლიტიკურ ჩიხს, თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია, ჩართულები არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და პარლამენტში გაგრძელდება მუშაობა. ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს. იმედი მაქვს, რომ გარკვეული შეთანხმებები იქნება. ოპოზიცია შევა პარლამენტში და იქიდან გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება და ამ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს მისცა ხმა იმისთვის, რომ მათ იმუშაონ პარლამენტიდან. შესაბამისად, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა მგონია ქუჩაში დგომა მათი მხრიდან და არდაფასება თავიანთი ამომრჩევლის. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმ ოპოზიციაშიც არიან ადამიანები, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ყველაზე შეუძლებელია ამის თქმა, თუმცა არიან კონკრეტული ადამიანები. ჩამოთვლა საჭირო არ არის. მგონი, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE