IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, როცა ის გამარჯვება ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კობახიძემ მეორე ტურზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ამომრჩეველს ისეთივე მაღალი აქტივობისკენ მოვუწოდებთ, როგორიც გამოვლინდა საპარალამენტო არჩევნების პირველ ტურში.

ლოგიკურია, რომ აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე იყო პირველი ტურის დროს. აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნაა ამომრჩევლის მიმართ, მაქსიმალურად იაქტიურონ დღესაც, რომ მაქსიმალური შედეგი დაფიქსირდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვების ბოლომდე მიყვანისთვის.

არჩევანი გავაკეთე სათანადო, ისეთი, როგორიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას. ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევაა, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან, ბევრ სხვა ფაქტორთან. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით. სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ჩემი არჩევანი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE