Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს კანონი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს სუვერენიტეტს – ნინო ფოჩხუა გამჭვირვალობის კანონპროექტზე

მარშალ პრესი 17/04/2024
nino pochkhua

ამაზე მეტი მარაზმი რა უნდა იყოს, როცა ქვეყნის საქმეს რუსულს უწოდებ და რომ გაიმყარო ამ სიცრუეში მდგომარეობა უცხოელებს ეკითხები, ზუსტად იმ უცხოელებს, რომლის გავლენაზეც არის საუბარი. თუ ეს ასეა, მაშინ გავაუქმოთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რა საჭიროა და გადავცეთ ჩვენი ქვეყანა ჩვენს პარტნიორებს, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით წერს.

ფოჩხუას თქმით, ეს კანონი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს უსაფრთხოებას და უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანს ფინანსების გამჭვირვალეობას. მანვე აღნიშნა, რომ ეს კანონი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპულ გზაზე.

„არა ერთხელ თქმულა თუ რას წარმოადგენს კანონი გამჭვირვალეობის შესახებ, მაგრამ ვისაც არ უნდა არ ესმის. მამუკა მდინარაძის ორდღიანმა გამოსვლამ მკაფიოდ გააგებინა ადამიანებს, რომ ეს კანონი ეხება მხოლოდ დეკლარაციის შევსებას, რომელიც ისედაც საქართველოს ყველა იურიდიულ პირს თუ მოქალაქეს ეხება, გარდა ზოგიერთ ამ ქვეყნის მოძულე არასამთავრობო ორგანიზაციისა.

ეს კანონი აძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტს.
ამაზე მეტი მარაზმი რა უნდა იყოს, როცა ქვეყნის საქმეს რუსულს უწოდებ და რომ გაიმყარო ამ სიცრუეში მდგომარეობა უცხოელებს ეკითხები, ზუსტად იმ უცხოელებს, რომლის გავლენაზეც არის საუბარი.

თუ ეს ასეა, მაშინ გავაუქმოთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რა საჭიროა და გადავცეთ ჩვენი ქვეყანა ჩვენს პარტნიორებს. აი ამ აბსურდს ყველა სიხარულით შეხვდება.
მაშინ როცა ეს კანონი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს უსაფრთხოებას და უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანს ფინანსების გამჭვირვალეობას, აი ამის წინააღმდეგია ოპოზიცია და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, არა და ეს კანონი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპულ გზაზე“, – წერს ფოჩხუა.

Continue Reading

Previous: აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხელოვნური და დამცავი ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
Next: ახლა მე გეტყვით რა იქნება და რა არა – დიმიტრი სამხარაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025