Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბადრი ბასიშვილი, გივი თარგამაძე, შოთა უტიაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო ახალაია – ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ჩაიდინა სანდრო გირგვლიანი, რობაქიძე, ასობით ახალგაზრდა ჩახოცა ქუჩაში, ქონებას ართმევდა, აუპატიურებდა

მარშალ პრესი 17/04/2024
mikheil kavelashvili

ბადრი ბასიშვილი, გივი თარგამაძე, შოთა უტიაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო ახალაია – ეს ის ადამიანები არიან, ვინც ჩაიდინა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ასობით ახალგაზრდა ჩახოცა ქუჩაში, ვინც შევარდა ტვ იმედში, ვინც ქონებებს ართმევდა, აუპატიურებდა – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ახალგაზრდებში ამ ადამიანების რომანტიზებას ახდენს.

„ბადრი ბასიშვილი, გივი თარგამაძე, შოთა უტიაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო ახალაია – ყველაზე მეტად მწამებელი, ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ჩაიდინა სანდრო გირგვლიანი, რობაქიძე, ასობით ახალგაზრდა ჩახოცა ქუჩაში, ვინც შევარდა ტვ იმედში, გამოათრია და ძირს ათრია ახლა ტვ პირველის ჟურნალისტები დიანა ტრაპაიძე და ინგა გრიგოლია, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ქონებებს ართმევდნენ, აუპატიურებდნენ“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ გადასულია „ნაცმოძრაობის“ რიგებში.

“თითქმის ორი წელია ვსაუბრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის გადასული „ნაცმოძრაობის“ რიგებში. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. გუშინ ერთად იდგნენ „ლელოც“, სალომე ზურაბიშვილიც, გახარიაც, ამას ვგულისხმობდით, რომ ესენი არიან ერთი ძალა, რომლებიც არიან „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები და ესენი მართავენ სიტუაციას“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: 83 გამყიდველის სია დაიდოს – ნინო ლომჯარია
Next: კანონი გამჭვირვალობის შესახებ ქართულია, ის უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე – რომ შავი ფული საქართველოში პოლიტიკის ფორმირებაში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025