IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს და ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებული.

„ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მივიღეთ შედეგად ცხრა პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად, იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს და ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE