Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა, თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო – ჭეშმარიტად ასეა და ეს საქმით დასტურდება!

მარშალ პრესი 17/04/2024
edisher gvenetadze

დიახ, 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა! სახელდობრ თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო! ჭეშმარიტად, დიახ ეს ასეა! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის დადასტურებაა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

“დიახ 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა! სახელდობრ თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო! ჭეშმარიტად, დიახ ეს ასეა! ეს საქმით დასტურდება და ამის დამადასტურებელია ის, რომ 2013 წლიდან დღემდე საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოციაციის წევრობის ხელშეკრულებას!

გაფორმდა ხელშეკრულებები: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის! ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ! და ბოლოს მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი!
მაშასადამე საქმე კარგად მიდის და ევროპა ჩვენგან მოითხოვს დემოკრატიის სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად ყველა სფეროს გამჭვირვალეობას! დარწმუნებული ვარ ამიტომაც უჭერენ ჩვენი ფეხბურთელები მხარს საქართველოს ევროპულ გზას!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Continue Reading

Previous: ფეხბურთი, სპორტი და ნებისმიერი წარმატება ფეხებზე ჰკიდიათ-სწორედ გამჭვირვალობის კანონი შეძლებს, ნათელი მოჰფინოს და პრევენცია მოახდინოს ასეთი უსამშობლო ორგანიზაციების გამოვლენაში
Next: პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025