Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აი, თურმე რაში დაუხარჯავთ ის მილიონები, ჩვენ რომ არ ვიცოდით – თამარ ჩიბურდანიძე

მარშალ პრესი 17/04/2024
tamar chiburdanidze

„თუ ამ კანონს [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] არ მივიღებთ, თაობებს დავკარგავთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროცესი. აღდგომამდე სავალი გზა ჯვარცმაა და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და განსაკუთრებულად საგანგაშოდ მიიჩნევს ახალგაზრდების მდგომარეობას. მისი თქმით, ქუჩაშია თაობა, რომელიც ფსევდო-ლიბერალების მიერაა გამოზრდილი და ეს ახალგაზრდების გადაგვარების საფრთხეს ქმნის.

„მთელმა ქვეყანამ დაინახა ის სიმართლე, თუ რისთვის იბრძვის ხელისუფლება. ასევე, დაინახეს ის ახალგაზრდობა, რომელიც ფსევდო-ლიბერალებმა გამოზარდეს. აი, თურმე რაში დაუხარჯავთ ის მილიონები, ჩვენ რომ არ ვიცოდით. ამიტომ ეშინიათ ამ კანონის, მერე ვეღარ გადააგვარებენ ასე ახალგაზრდობას. საგანგაშოა მდგომარეობა ახალგაზრდებში. სად არიან ამათი მშობლები? მარტო რევოლუციურ ტრენინგებზე უშვებდნენ? ვის მისცეს საკუთარი შვილები გასანადგურებლად? ეს არის განათლება? ამას გვამადლის ამერიკა? არ გვინდა ასეთ განათლებაში ფულის დახარჯვა. არ გვინდა ასეთი გადაგვარებული თაობა! თუ ამ კანონს არ მივიღებთ, თაობებს დავკარგავთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროცესი. აღდგომამდე სავალი გზა ჯვარცმაა და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილება და იქნება მიღებული, აქ არანაირი ცვლილება არ იგეგმება
Next: ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ ,,ვარდების რევოლუციისკენ” მოუწოდოს ჩემს ქვეყანას!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.