Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ისევ მაშველი რგოლი ოპოზიციას რუსეთიდან დუგინის სახით, იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს ხალხი ქუჩაში

მარშალ პრესი 16/04/2024
tamar chiburdanidze

„სამარცხვინო და მატყუარა ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას. სამწუხაროდ, არა მარტო სამარცხვინო, არამედ, მოღალატე. თუმცა, საბედნიეროდ, უტვინო, რადგან მათი ყველა ნაბიჯი იმდენად გაშიფრულია, რომ მარტივია ამის გამოცნობა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ეხმიანება პარლამენტში მიმდინარე პროცესებს, სადაც პირველი მოსმენით განიხილება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

როგორც ჩიბურდანიძე წერს, ოპოზიციამ განგებ შემოაგდო რუსი პოლიტტექნოლოგის დუგინის თემა, რათა ქუჩაში მოახდინოს მოსახლეობის მობილიზება.

„როდესაც ოპოზიციას ძალიან უჭირს და გზა აღარ რჩებათ, მაშველ რგოლს უგდებენ რუსეთიდან. დღეს დუგინია ხაზზე და მის განცხადებას ოპოზიციის ლიდერები პიონერებივით იმეორებენ.

განა არ იციან რუსეთში, რომ მათგან ნებისმიერის განცხადება მხოლოდ ოპოზიციას აძლევს ხელს და ხელისუფლებას ურტყამს? იციან და სწორედ ამიტომ აკეთებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი განცხადება დღეს, როდესაც გუშინ ვერ შეძლეს ხალხის გამოყვანა ქუჩაში და იქნებ დუგინის განცხადების შემდეგ მაინც გამოვიდეს. სამარცხვინო და მატყუარა ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას.

სამწუხაროდ, არა მარტო სამარცხვინო, არამედ, მოღალატე. თუმცა, საბედნიეროდ, უტვინო, რადგან მათი ყველა ნაბიჯი იმდენად გაშიფრულია, რომ მარტივია ამის გამოცნობა. ვერ უშველით ვერც დუგინი და ვერც ვერავინ მაშველ რგოლად, მათი ბედი უკვე გადაწყვეტილია,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე – ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ ახალგაზრდები პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ
Next: „ნაციონალური მოძრაობის” წევრს დევი ჭანკოტაძეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან, მან ოპოზიციის გეგმა გასცა – არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთის სიკვდილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.