Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიცვალებული ისევ ადგა – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 16/04/2024
levan nikoleishvili

მიცვალებული ისევ ადგა!!! ნაწამები, ნაშიმშილარი, ნასიკვდილარი, არაჟნის კონტეინერში ნამყოფი, გორის მიწის ფრჩხილებითა და კბილებით გადამთხრელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელი, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც მოქალაქეებს აქციაზე წასვლისკენ მოუწოდა, ვინაიდან მისი თქმით, “საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია.”

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ხან უკრაინელი და ხან ქართველი სააკაშვილი, სავარაუდოდ თავის თავზეც ამბობს, “ვივამედიდან” მიტინგზე გაუშვან.

“მიცვალებული ისევ ადგა!!! ნაწამები, ნაშიმშილარი, ნასიკვდილარი, არაჟნის კონტეინერში ნამყოფი, გორის მიწის ფრჩხილებითა და კბილებით გადამთხრელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელი, კვლავ საქართველოში შემოძურწული, შემოპარული, ხან უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსი, “ვივამედის” საპატიო პაციენტი, სააკაშვილი ახალ მოწოდებას ავრცელებს „სახლში დარჩენა დანაშაულიაო“. მგონი თავისთავზეც ამბობს აქ ნუ დამტოვებთ მიტინგზე გამიშვითო, აქ, საავადმყოფოში ანუ ფაქტობრივ სახლში ყოფნით ახალ დანაშაულს ნუ ჩამადენინებთო… ჰოო, ამას დანაშაულები მართლაც არ აკლია!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს პასუხობს
Next: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.