Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საერთაშორისო მიღწევებსა და პროგრესს, რომლებითაც საქართველო ბოლო წლებში გამოირჩევა, ცხადია, ემუქრება ოკუპანტი რუსეთი და მისი სასარგებლო იდიოტი, დესტრუქციული “ნაცკონგლომერატი”, რომელიც ნებისმიერი ვერაგული ხერხით უშედეგოდ ცდილობს ვითარების გამძაფრებას

მარშალ პრესი 16/04/2024
gia abashidze

„მრავალწახნაგოვან საერთაშორისო მიღწევებსა და პროგრესს, რომლებითაც საქართველო ბოლო წლებში გამოირჩევა, ცხადია, ემუქრება ოკუპანტი რუსეთი და მისი სასარგებლო იდიოტი, დესტრუქციული “ნაცკონგლომერატი”, რომელიც ნებისმიერი ვერაგული ხერხით უშედეგოდ ცდილობს ვითარების გამძაფრებას“-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსის თქმით, არ გამოუვათ ვერც ერთი მხრივ, საქართველოს ვასალად ხილვის მოსურნეებს დასავლურ აგენტოკრატიაში და ვერც ვერც მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან აგრესორ იმპერიალისტებს.

მისივე თქმით, როცა ქართველი ერის უდიდესი ნაწილი ერთადაა, ფუჭია ნებისმიერი ავაზაკური, მრავალმილიონიანი სპეცოპერაცია ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.

არ გამოუვათ ვერც ერთი მხრივ, საქართველოს ვასალად ხილვის მოსურნეებს დასავლურ აგენტოკრატიაში და ვერც ვერც მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან აგრესორ იმპერიალისტებს. როცა ქართველი ერის უდიდესი ნაწილი ერთადაა, ფუჭია ნებისმიერი ავაზაკური, მრავალმილიონიანი სპეცოპერაცია ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.

„მრავალწახნაგოვან საერთაშორისო მიღწევებსა და პროგრესს, რომლებითაც საქართველო ბოლო წლებში გამოირჩევა, ცხადია, ემუქრება ოკუპანტი რუსეთი და მისი სასარგებლო იდიოტი, დესტრუქციული “ნაცკონგლომერატი”, რომელიც ნებისმიერი ვერაგული ხერხით უშედეგოდ ცდილობს ვითარების გამძაფრებას.
არ გამოუვათ ვერც ერთი მხრივ, საქართველოს ვასალად ხილვის მოსურნეებს დასავლურ აგენტოკრატიაში და ვერც ვერც მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან აგრესორ იმპერიალისტებს. როცა ქართველი ერის უდიდესი ნაწილი ერთადაა, ფუჭია ნებისმიერი ავაზაკური, მრავალმილიონიანი სპეცოპერაცია ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.
მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მორიგი პროგრესი აღიარებულია როგორც მდგომარეობის ისტორიული გაუმჯობესება, იუწყება საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი “ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი”, რომლის შტაბ-ბინა სიდნეიშია.
საქართველო, როგორც გამორჩეულად პროგრესირებადი ქვეყანა მშვიდობის შარშანდელ ანგარიშშიც აღნიშნეს. კერძოდ, 2023 წლის მშვიდობის ინდექსით მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო. ამასთან, მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.
2024 წლის მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა, 49-ე ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა.
2024 მშვიდობის ინდექსთან ერთად ცალკე დოკუმენტად მშვიდობის და ბიზნესის 2024 წლის ანგარიშიც გამოქვეყნდა, რომელიც აქცენტს სამთავრობო, სოციალურ და გარემოდაცვით (ESG) სტანდარტებზე აკეთებს. საქართველოს პროგრესი ამ ანგარიშშიც აღინიშნა. მიღწეული გაუმჯობესების საფუძველზე, საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც სამომავლოდ ყველაზე მაღალი პროგრესია მოსალოდნელი.
პოზიტიური მშვიდობა განიმარტება, როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებას. მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს:
– კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა
– ჯანსაღი ბიზნეს გარემო
– კორუფციის დაბალი დონე
– ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა
– ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე
– კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან
– ინფორმაციის თავისუფლება
– რესურსების სამართლიანი განაწილება“-წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში
Next: მეთიუ, ხუმრობ მეგობარო? რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ, თქვენი კვლევებით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.