Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე თუ რა კანონი მიიღოს, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს და ა.შ

მარშალ პრესი 16/04/2024
gia abashidze

ადგილობრივი ანგაჟირებული, რევანშისტი “ექსპერტ-არასამთავრობოების” ე.წ. ანგარიშებზე დაყრდნობით სანქციების დაწესება მიუღებელია და მყარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირებულთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა, კიდევ უფრო მეტად უსამართლო და სტრატეგიული პარტნიორობის კალაპოტიდან ამოვარდნილი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას სანქცირებულ მოსამართლეებზე.

ანალიტიკოსის თქმით, საქართველო არის სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა და ამასთან, მადლიერი უანგარო საგარეო დახმარებებისთვის, მაგრამ ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე თუ რა კანონი მივიღოთ, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს და ა.შ., მითუმეტეს, რომ მოწოდება მოდის იმ ქვეყნიდან, სადაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა (Gallup-ის კვლევა) ამერიკელების მხოლოდ 25%-ს აქვს.

„ვიზებით უსაფუძვლოდ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის ბოლო განცხადებაზე: გრძელდება ის არაადეკვატური დამოკიდებულება საქართველოსადმი, რასაც ეწოდება “NGO Georgia”. ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი და ამასთან, მადლიერი უანგარო საგარეო დახმარებებისთვის, მაგრამ ვერასდროს აიტანს ვასალურ მიდგომას იმაზე თუ რა კანონი მივიღოთ, ვინ გასამართლდეს, ვინ დაინიშნოს და ა.შ. ადგილობრივი ანგაჟირებული, რევანშისტი “ექსპერტ-არასამთავრობოების” ე.წ. ანგარიშებზე დაყრდნობით სანქციების დაწესება მიუღებელია და მყარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირებულთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა, კიდევ უფრო მეტად უსამართლო და სტრატეგიული პარტნიორობის კალაპოტიდან ამოვარდნილი. მოცემულობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ მოწოდება მოდის იმ ქვეყნიდან, სადაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობა (Gallup-ის კვლევა) ამერიკელების მხოლოდ 25%-ს აქვს. ამ გზავნილით მე და თანამოაზრეები ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილში ისეთივე “ანტიამერიკელები” ვართ, როგორც აშშ-ის ის მოქალაქეები, რომლებიც ოფიციალური ვაშინგტონის რიგ უსამართლო პოლიტიკებს თავისუფლად აკრიტიკებენ“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტის ანგარიშში წერია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯაროდ უნდა გაამჟღავნოს თავისი დაფინანსების დეტალური განაწილება
Next: სამარცხვინო ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ პოლიცია და “სპეცნაზი” მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.