IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილზე წერს:

“სალომე სამადაშვილი ჭრიჭინებს ბოიკოტზე იმ არგუმენტებით, რა არგუმენტებიც ბოიკოტის გადაწყვეტამდე ჰქონდათ ბოიკოტის მოწინააღმდეგეებს.
ამ ყველაფრის ტრაგიკომიკურობა იმაშია, რომ სალომე სამადაშვილის პარტიამ ისე გამოაცხადა ბოიკოტი, ამ ქალბატონ პოლიტიკოსს ხმა არ ამოუღია – არცერთი საჯარო კომუნიკაცია არ ჰქონია, რომ ბოიკოტს ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ კონიუნქტურა ასეთი იყო.
მერე დაიწყო ჭრიჭინი, როცა დასავლეთი მიაწვა – თითქოს გრიგოლ ვაშაძე რომ ბრიფინგს ატარებდა ბოიკოტზე, მაშინ ნათელი არ იყო რომ დასავლეთის პოზიცია ცალსახად ბოიკოტის საწინააღმდეგო იქნებოდა.
ახლა ბოიკოტის დარღვევა უფრო დიდი ზიანის მომტანია ოპოზიციისთვის, ვიდრე თავად ბოიკოტი – მაგრამ მას არც რწმენა გააჩნია, არც ჭკუა, არც სინდისი.”- წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება