Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხათუნა ხოფერია: ნიკა მელიამ დაადასტურა, რომ გადარიცხვების, ნახატების და ვერტმფრენის ისტორია ტექნიკური მიზეზებით არ არის გამოწვეული და ამ ყველაფრის უკან ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა დგას!

მარშალ პრესი 19/05/2022
ხათუნა ხოფერია1

,,ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობის ჩემეული ვერსიის დადასტურება ნიკანორ მელიამ, სწორედ, ამერიკელებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა! ამ შეხვედრას კი, ჩემს მიერ ნახსენები, ბაკურიანის ტრენინგების “სასტავი” ესწრებოდა მხოლოდ!’’ – ასე ეხმიანება ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ნიკა მელიას მიერ, გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ხოფერია წერს, ამერიკამ უნდა გაიგოს, რომ ივანიშვილის დაშანტაჟება, სამშობლოს განადგურების ხარჯზე, ვერ და არ მოხდება! არ მოაწერს ხელს ბიძინა ამ ამბავს!

,,ეჰ, ნიკანორ, ნიკანორ! რას წარმოვიდგენდი, შენ თუ დაგიმოწმებდი ჩემს განცხადებაზე. უფრო სწორედ, შენ თუ დაამოწმებდი ჩემს განცხადებას. “სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ივანიშვილის წინააღმდეგ ამ ხარისხში მიმდინარე პროცესები, ცალ-ცალკე, მაინცდამაინც, არ უნდა განვიხილოთო“- ასე ბრძანა, ბლინკენის მრჩევლისგან გამოსულმა, ნიკა მელიამ. ანუ, ნიკამაც დაადასტურა, რომ გადარიცხვების, ნახატების და ვერტმფრენის ისტორია ტექნიკური მიზეზებით არ არის გამოწვეული და ამ ყველაფრის უკან ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა დგას! დიახ, ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობის ჩემეული ვერსიის დადასტურება ნიკანორ მელიამ სწორედ ამერიკელებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა! ამ შეხვედრას კი, ჩემს მიერ ნახსენები, ბაკურიანის ტრენინგების “სასტავი” ესწრებოდა მხოლოდ! მოკლედ, რაღაცას ისევ წვალობენ და “ირჯებიან” ამერიკელები (და არ მინდა, ახლა, ორ ამერიკაზე ლაპარაკი. 30 წელი მესმოდა ორი რუსეთის არსებობის ზღაპარი), ამერიკა ამერიკაა და უნდა გაიგოს, რომ ივანიშვილის დაშანტაჟება, სამშობლოს განადგურების ხარჯზე, ვერ და არ მოხდება! არ მოაწერს ხელს ბიძინა ამ ამბავს! აქაურმა აგენტურამ კი უნდა შეიგნოს, რომ საქართველო მათი სამშობლოცაა და ეს სამშობლო, როგორც ღმერთი, ერთია, მხოლოდ ერთი!” – წერს ხოფერია facebook – ზე

Post navigation

Previous: მარნეულის საკრებულოს წევრმა მეხტი ასკეროვმა „ნაცმოძრაობა“ დატოვა, მიზეზი – პარტიის წევრებთან უთანხმოებაა
Next: ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – ისინი ახერხებენ აბსოლუტურად არაჯანსაღად იმოქმედონ იქაც კი, სადაც საქმე ეხება ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის თემას, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.