IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ალბათ ეს უღმერთოები ლოცულობდნენ, რომ ეს პროცესი როგორმე ჩავარდნილიყო სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ“, – განაცხადა ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ „POSTV“-ის ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას.

„თუ პროცესი ჩავარდებოდა „ქართულ ოცნებას“ დააბრალებდნენ და მისი პასუხიმგებლობა იქნებოდა, მაგრამ რადგან პროცესი არ ჩავარდა და საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღეთ, ეს თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურება ყოფილა, რომელიც პარლამენტში საერთოდ არ შევიდა. ეს არის კიდევ ერთი აბსურდი და რეალობას მოკლებული განცხადება. ისინი პირველი ნოემბრისთვის ემზადებოდნენ და ახლა მათ მოუწევთ 31 ოქტომბრისთვის მოემზადონ, რადგან არც ერთი მიზეზი აღარ აქვთ იმის სათქმელად, რომ ქვეყანაში უსამართლო საარჩევნო სისტემა გვაქვს, რადგან მათთან შეთანხმებული და ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე კონსტიტუციაშია ასახული“ – აღნიშნა ანალიტიკოსმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება