Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იყო ინფორმაცია, რომ მზადდებოდა ერთ-ერთი ახალგაზრდის მკვლელობა

მარშალ პრესი 15/04/2024
mixeil kavelashvili

„იყო ინფორმაცია, რომ მზადდებოდა ერთ-ერთი ახალგაზრდის მკვლელობა. ეს გაითვალისწინა ჩვენმა ხელისუფლებამ წინა წლის მარტში და დაძაბულობა რომ არ მომხდარიყო და მართლა მსხვერპლი არ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, აქედან გამომდინარე გაიწვია მაშინ კანონი“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გაკვირვება სასაცილოა.

„ამ რადიკალურ ძალას, ოპოზიციას რომ „უკვირს“, წინა წლის მარტში ვინმეს მკვლელობა როგორ შეიძლება დაგეგმილიყო, ეს მართლა სასაცილოა. ადეიშვილის მოადგილე იყო ვაშაძე და პოლიციის აკადემიაში მუშაობდა დეკანოიძე, რომელთაც „უკვირთ“ ეს ინფორმაცია და „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე საერთოს ქონას უარყოფენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: პრემიერის შეთავაზება უნიკალური შანსია – ელჩები ხომ ამბობენ, კანონი მიუღებელიაო და გამოვიდნენ და ღიად, საჯაროდ თქვან თავიანთი პრეტენზიები
Next: მივმართავ პოლიციელებს, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავუვლით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.