Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არაერთი გახრწნილი უსამშობლო ლუსტრირებულია!

მარშალ პრესი 15/04/2024
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში იმ პირების განცხადებების ე.წ. “ფეისბუქ-სქრინებს” აქვეყნებს, რომლებმაც ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა მოიწონეს.

აბაშიძე ყურადღებას ამახვილებს ყოფილ სახალხო დამცველზე, უჩა ნანუაშვილზე და აცხადებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს, ის საელჩოებში შველას ითხოვდა, ახლა კი “ნაცმოძრაობის” ლაქია გახდა. მისივე თქმით, “გამჭვირვალობის კანონი” 2023 წლის მარტიდან უკვე მუშაობს, ვინაიდან არაერთი უსამშობლო ადამიანი გამოავლინა.

“ვითომ უფლებადამცველი, ერთ დროს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც იმ სოციალურ-პოლიტიკურ ნეხვშია, რასაც ჰქვია ნაცგარეწრობა.
კარგად მახსოვს, სააკაშვილის რეჟიმის დროს როგორ დარბოდა საელჩოებში და შველას ითხოვდა – “მავიწროებენ, მდევნიანო”. ახლა კი გახდა ნაცსექტის ლაქია, რომელსაც რაღაც გროშებს მიუგდებენ უცხოური გრანტის სახით და უზომოდ ბედნიერია.
“გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი უკვე მუშაობს 2023 წლის მარტიდან – არაერთი გახრწნილი უსამშობლო ლუსტრირებულია!
P.S. ერთმანეთზე მყრალნი არიან ელისაშვილის არაკაცობის “გამამართლებელი ნაცგობლინები.” – წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობას ტაში უკრას
Next: ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები გახარებულები არიან მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის გამო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.