Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილს: რაღას ნერვიულობთ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, 5-6 თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი მაშინ

მარშალ პრესი 15/04/2024
mamuka mdinaradze

ჩემი აზრით, ბატონო ლევან, თქვენ ახლა აღიარეთ ის, რომ არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვისას განუცხადა.

მდინარაძის თქმით, გაუგებარია, რატომ ნერვიულობს ოპოზიცია, თუ მათივე მკიცებით, რამდენიმე თვეში ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” აღარ იქნება და კანონის შეცვლასაც შეძლებენ.

“ჩემი აზრით, ბატონო ლევან, თქვენ ახლა აღიარეთ ის, რომ არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად. ამიტომ მოგვიწოდებთ, რომ არჩევნების მერე გადადეთო [კანონპროექტის განხილვა].
იმავე ლოგიკით მეც მოგიწოდებთ, რაღას ნერვიულობთ მაშინ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ, ხუთ თვეში და ექვს თვეში, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი მაშინ.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა
Next: სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობას ტაში უკრას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.