Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხათ ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა – რომ არ გაშიფრულიყო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა

მარშალ პრესი 15/04/2024
mamuka mdinaradze2

რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხათ ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა. შესაბამისად, 500 დოლარს რომ აძლევენ მსგავს შემთხვევებში და 300 დოლარს და ამას 50 ათასს და 100 ათასს აძლევენ, ეს ლეგენდაც რომ დავიჯეროთ, ამ ლეგენდის შემთხვევაშიც კი, აგერ გზა, როგორ არ გაშიფრულიყო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მდინარაძის თქმით, რუსეთს მარტივად შეუძლია, რომ სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდანაც გადმორიცხოს ფული და ამის მაგალითი ელენე ხოშტარიას ოჯახია.

„რუსეთს მარტივად შეუძლია, რომ სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდანაც გადმორიცხოს ფული, იქ დაარეგისტრიროს რაღაც ორგანიზაცია, იქაური ბანკებიდან გადმორიცხოს ფული“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის პირველი კვარტლის პირველ ბ კორპუსში ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა
Next: გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღება არ აწყობთ გრანტის მონებს, რომლებსაც საქართველოს სუვერენიტეტი არასდროს ადარდებდათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025