Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გრძელდება დეზინფორმატორების მხილება

მარშალ პრესი 15/04/2024
davit kartvelishvili

„გრძელდება დეზინფორმატორების მხილება საპარლამენტო იურიდიული კომიტეტის სხდომაზე – საქართველოში არ იქნება მიღებული არც ერთი რუსული, ამერიკული თუ ჩინური კანონი. საქართველოში მონობა აღარ დაბრუნდება არც რუსეთიდან, არც ამერიკიდან და არც ჩინეთიდან“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ, „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ოპოზიციისთვის „ჯვრის გადასახვის” ტოლფასია.

„გრძელდება დეზინფორმატორების მხილება საპარლამენტო იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. ეშმაკეულ შეპყრობილებზე პოლიტიკური „საცეცხლურის” კმევის, „აიაზმას” სხურების, „კვეთებული” ლოცვის წაკითხვის, „ჯვრის გადასახვის” ტოლფასია მამუკა მდინარაძის და ანრი ოხანაშვილის თითოეული არგუმენტი დარბაზში შეკრებილი „ოპოზიციისთვის”.

საქართველოში არ იქნება მიღებული არც ერთი რუსული, ამერიკული თუ ჩინური კანონი. საქართველოში მონობა აღარ დაბრუნდება არც რუსეთიდან, არც ამერიკიდან და არც ჩინეთიდან. იმ ლოკაციებისკენ მიმავალ ავიარეისებზე, სადაც მონობა და ლაქიაობა მისასალმებელია – ბილეთები შეძენაზე „ხსნილია”, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება არავის აწყობდეს საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან
Next: დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის პირველი კვარტლის პირველ ბ კორპუსში ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025