Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს

მარშალ პრესი 15/04/2024
mamuka mdinaradze

როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს, ნუ ყვირით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის წარმომადგენლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, კანონპროექტის განხილვას ხელი შეუშალოს, რათა საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს.

“ქალბატონო სალომე, თქვენი დესტრუქცია რაში მდგომარეობს იცით? როგორც კი გადავედი ერთადერთ ვალდებულებაზე, რაც კანონის ობიექტებს ევალებათ, იმწუთას შეეცადეთ, რომ შეგეშალათ ხელი. ამას აკეთებთ თქვენ, ამას აკეთებს ქალბატონი თინა [ბოკუჩავა]. მაგრამ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას მაინც უნდა ვუთხრათ ის, რაც წერია ამ კანონპროექტში. ერთადერთი ვალდებულება, რაც გააჩნიათ, რეესტრში დარეგისტრირება და წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსებაა. რატომ აკეთებენ [ოპოზიციის წარმომადგენლები] ამას იცით? ხალხმა რომ არ გაიგოს. პირდაპირი მტკიცებულება, როგორ უნდათ სხდომის ჩაშლა.” – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

Continue Reading

Previous: საინფორმაციო ომი მოიგო საღად მოაზროვნე ქართულმა საზოგადოებამ, რომლისთვისაც დემოკრატია გამჭვირვალობაზე გადის
Next: გსურთ დისკუსიის ჩაშლა და ამის საშუალებას არ მოგცემთ – მესმის, რომ რთულია სიმართლის მოსმენა, მაგრამ მოგიწევთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025