Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კანონი, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მხოლოდ ორ რამეს მოიცავს

მარშალ პრესი 15/04/2024
mikheil kavelashvili

მიხეილ ყაველაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს, სხვანაირი არ არსებობს და საზოგადოება შეყვანილია შეცდომაში

კანონი, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მხოლოდ ორ რამეს მოიცავს – ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ის ორგანიზაციები, რომელიც ფინანსდებიან 20%-ზე მეტით უცხო ქვეყნიდან იყოს ყველასთვის ცნობილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „გამჭვირვალობის კანონზე“ განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს, სხვანაირი არ არსებობს და საზოგადოება შეყვანილია შეცდომაში.

„ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. საერთოდ მე არ მესმის რას ნიშნავს რუსული. კანონი, რომელზეც ჩვენ შარშანაც ვმუშაობდით და წელსაც არაერთხელ განმარტება გაკეთდა, ჩვენ გეუბნებით, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს. სხვანაირი არ არსებობს, თქვენ საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხი, იმას რასაც ხალხი აპროტესტებს“ – აღნიშნა ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: არაფრის გაწვევა არ არის საჭირო, ეს არის ევროპული კანონმდებლობა და ეხება მხოლოდ გამჭვირვალობას, მეტს არაფერს
Next: ქალაქში გამოჩნდა “ქართული ოცნების” დაკვეთით დაბეჭდილი პლაკატები, QR კოდით მომხმარებელს შეუძლია გადავიდეს ბმულზე და გაეცნოს “გამჭვირვალობის კანონს”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.